მკვლევართა „მერვე სატიტულო“ სასტიპენდიო პროგრამა

უზრუნველყოფს ინდივიდუალურ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე კვლევათა გრანტებს საზღვარგარეთის ქვეყნებში, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ასევე ენის შესწავლისა და გადამზადების მიმართულებით.

ბოლო წლებში, ამერიკული საბჭოების  ხელშეწყობით მკვლევარებს საშუალება მიეცათ ინდივიდუალური სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ემუშავათ ალბანეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, საქართველოში, ყაზახეთში, კოსოვოში, ყირგიზეთში,ლატვიაში, ლიეტუვაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, მოლდოვეთში, მონტენეგროში,პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, ტაჯიკეთსა და უკრაინაში.

მკვლევართა „მერვე სატიტულო“ სასტიპენდიო პროგრამა 3-9 თვის განმავლობაში უზრუნველყოფს იმ მაგისტრანტთა, მასწავლებელთა და დამოუკიდებელ მეცნიერთა სრულ ფინანსურ მხარდაჭერას , რომლებიც მიისწრაფიან განახორციელონ დამოუკიდებელი კვლევები რუსეთში, ევრაზიაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.სტიპენდია ფარავს  საცხოვრებელ ყოველდღიურ ხარჯს, სავიზო მოსაკრებელს,  ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევების და ევაკუაციის,  არქივებში მუშაობისა და გადაადგილების ხარჯებს.

კვლევის და ენის შესწავლის კომბინირებული  The Title VIII-ის პროგრამა სრულად აფინანსებს 3-დან 9 თვემდე გაწერილ  კვლევით და ენის შესასწავლ პროგრამებს რუსეთში, ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (ენის შემსწავლელთათის გათვლილია კვირაში 10 ინდივიდუალური საათი).  

ყველა გრანტი გაიცემა აკადემიური მოსწრების საფუძველზე და ხელმისაწვდომია ამერიკის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის. პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისათვის.




საკონტაქტო პირი:

ტიმოთი ბლაუველთი

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი