ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

საქართველო მისი ეგზოტიკური სამზარეულოთი, ღვინითა და მთებით უაღრესად მიმზიდველი ადგილი გახდა ტურისტებისათვის ბოლო პერიოდში, თუმცა, საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭოები კერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ახორციელებს გაცვლით პროგრამებს ქართველი და ამერიკელი სტუდენტების, სწავლულებისა და ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებისათვის.

ყოველწლიურად საშუალო სკოლის დაახლოებით 80 მოსწავლე და ექვსი სპეცილისტი მიემგზავრება საქართველოდან ამერიკაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული პროგრამებით. ამერიკელები მოდიან საქართველოში ენების შესასწავლად და კვლევათა განსახორციელებლად, იმისთვის რომ განივითარონ პროფესიული უნარები სტაჟირების მეშვეობით და მონაწილეობა მიიღონ ამერიკის საბჭოების ორგანიზებული საზღვარგარეთ სწავლის სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამაში. ორგანიზაცია „ამერიკის საბჭოები - საქართველო" ასევე წარმოადგენს რეგიონულ ცენტრს საშუალო სკოლების გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთათვის და ხშირად მასპინძლობს რეგიონულ ღონისძიებებსა თუ ყოველწლიურ კონფერენციებს.

ამერიკის საბჭოების საქართველოს ოფისის პრომეტრიკის ტესტირების ცენტრი მსოფლიოში მე-20 ადგილზეა (500-ზე მეტიდან), ხოლო თბილისის ენის ამერიკული ცენტრი ატარებს ESL-ისა  და საერთაშორისო საგამოცდო ტესტირების მოსამზადებელ კურსებს, ისევე, როგორც სწავლებას ადგილობრივ რეგიონულ ენებზე.

შეიტყვეთ მეტი ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების და საქართველოს უნიკალური მოზაიკის შესახებ ჩვენი ამბების გაცნობით.

აღმოაჩინე საქართველო | რატომ არის მნიშვნელოვანი კულტურული გაცვლითი პროგრამები

ამერიკული საბჭოების შესახებ

მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ორგანიზაციები და მიზანდასახული ერები თანამშრომლობენ საერთაშორისო განათლების ამერიკულ საბჭოებთან კულტურული გაცვლითი პროგრამების, ენების სწავლების და პროფესიული განვითარების პროექტების ფარგლებში.

1974 წლიდან მოყოლებული ჩვენი საგანმანათლებლო პორტფელი მოიცავს 90-ამდე ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სამშვიდობო  პროექტების მიმართულებით.  ჩვენი პროგრამების საფუძველია  სამეცნიერო კვლევი, რაც უზრუნველყოფს  მათს ხარისხსა და სამართლიანობას. ჩვენს პროექტებში ერთვებიან სხვადასხვა თაობის მონაწილეები,  დაწყებული საშუალო სკოლებიდან დამთავრებული პოსტ-დოქტორანტებითა და პროფესიული გადამზადების მოსურნე კადრებით.

ამერიკული საბჭოების კურსდამთავრებულთა საზოგადოებაში 94,000-ზე მეტი წევრია, რომელთა შორისაც არიან სხვასხვა ქვეყნის ეროვნული ლიდერები, მინისტრები, პარლამენტის წევრები, ელჩები და დირექტორები..

მისია

ამერიკული საბჭოები აძლიერებს საერთაშორისო კავშირებს და ურთიერთგაგებას აკადემიური, პროფესიული და კულტურული გაცვლითი პროგრამების, ენის ათვისების, საგანმანათლებლო განვითარების და კვლევების მეშვეობით.

ხედვა

ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ინდივიდები და ინსტიტუციები მრავალფეროვანი და ურთიერთდაკავშირებული მსოფლიოს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

შეიტყვეთ უფრო მეტი ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ აქ.

 

საკონტაქტო:

ტიმოთი ბლაუველთი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი

ge@americancouncils.org

+995.32.229.21.06

+995.32.291.32.52

ჭავჭავაძის გამზ. პირველი შესახვევი,
კორპუსი VI, სადარბაზო II, სართული II
0162 თბილისი
საქართველო