Rise

Rise

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები მოხარულია ითანამშრომლოს Rise-თან. Rise არის Schmidt Futures-სა და the Rhodes Trust at the University of Oxford-ის  ერთობლივი პროექტი — ერიკ და ვენდი შმიდტების მიერ დაარსებული Schmidt Futures-ს  ფილანთროპული ინიციატივა, რომელიც ეძიებს სხვადასხვა  სფეროსა და გეოგრაფიულ არეალში მოღვაწე ნიჭიერ ადამიანებს საზოგადოებისათვის სასარგებლოდ საკუთარი უნარების  ერთობლივად გამოყენების მიზნით. გლობალური ნიჭის გამოვლენისა და მხარდაჭერისთვის Rise-ის ბიუჯეტიდან  1 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი.      

Rise-ის პროგრამა ეძიებს პერსპექტიულ ახალგაზრდებს და მათ აძლევს შესაძლებლობას, ერთად იმუშაონ სხვებისათვის. სამიზნე ჯგუფად მოიაზრება 15–17 წლის ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან,  ისწავლონ და განვითარდნენ პროგრამის ფარგლებში, რათა შემდგომ თავად ასწავლონ და იზრუნონ სხვებზე. გამომდინარე იქიდან, რომ Rise Global Winners-ის  მიზანია კაცობრიობის ყველაზე აქტუალურ პრობლემათა გადაჭრა, პროგრამა შეიძლება მოიცავდეს: საჭიროებაზე დაფუძნებულ სტიპენდიებს, მენტორობას, ქსელურ მუშაობას, კარიერული განვითარების პერსპექტივებზე წვდომასა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობებს.    

Rise ეძებს ნიჭს ნებისმიერი ფორმით, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, დაწყებული  საშუალო სკოლის საკლასო ოთახებიდან ლტოლვილთა ბანაკებისა და  სამეცნიერო გამოფენების ჩათვლით. Rise-ს სჯერა, რომ ნიჭი თანაბრადაა გადანაწილებული, თუმცა შესაძლებლობები –არა. ამდენად,  Rise-ის მისიაა მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ადამიანებისთვის შეცვალოს პერსპექტივა ადრეული ასაკიდან მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში.    

Rise გლობალური საზოგადოებაა; თუკი ერთ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა, წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება ძალუძს პერსპექტიულ ახალგაზრდათა ქსელს ერთობლივი ძალისხმევით სხვათა დასახმარებლად! სწორედ ესაა Rise-ის ხედვა.      

Rise ყოველწლიურად ირჩევს 100-მდე გამარჯვებულს და მათ სთავაზობს უპირატესობათა ვრცელ ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: გამარჯვებულთა სამიტზე დასწრებას თანატოლებთან შეხვედრისა და კარიერული კავშირების განვითარების პერსპექტივით, ასევე,  საჭიროებათა მიხედვით გამოვლენილ უმაღლესი განათლების სტიპენდიებს, კონკურენციაზე დაფუძნებულ დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, Rise-ის გლობალურ ქსელთან წვდომასა და დამწყები ტექნოლოგიების პაკეტებს.

Rise Global-ის გამარჯვებულთათვის შეთავაზებული უპირატესობები შეიძლება მოიცავდეს ყოველწლიურად განსხვავებულ, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა:

  • RESIDENTIAL სამიტი: ერთი სრულად დაფინანსებული სამიტი Rise Global-ის გამარჯვებულთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად.

  • უმაღლესი განათლების სტიპენდიები: ოთხწლიანი უმაღლესი განათლების (საბაკალავრო) სტიპენდია სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯებისათვის (შესაძლოა, არ მოიცავს ფინანსურ დახმარებას კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე).

  • იდეების დაფინანსება კონკურენტულ ბაზაზე: დაფინანსებაზე განაცხადის წარდგენის  შესაძლებლობა ინოვაციურ იდეათა განსახორციელებლად  ადგილობრივ თემსა თუ საერთაშორისო მასშტაბით ძირითადი პრობლემების გადაჭრის მიზნით; Rise-ისთვის საინტერესო იქნება საზოგადოებისათვის სასარგებლო ნებისმიერი იდეა,  დაწყებული საინვესტიციო კაპიტალის მოთხოვნით სოციალური საწარმოს ფორმირებისთვის   არაკომერციული გრანტების ჩათვლით;

  • ქსელური თანხვედრა: საერთაშორისო კონკურსის სხვა გამარჯვებულების ქსელთან წვდომა, თემის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციები, კარიერული განვითარების პროგრამირება, რომელიც, ძირითადად, რეალიზებული იქნება ტექნოლოგიებით;   

  • დაწყებითი ტექნოლოგიური პაკეტი: ტექნოლოგიური პაკეტი, როგორიცაა ლეპტოპი ან ტაბლეტი, რომელიც უნდა განისაზღვროს და გაიცეს დაუყოვნებლივ, ოთხწლიანი უმაღლესი განათლების (საბაკალავრო) პირველ სემესტრამდე ან მის განმავლობაში.

გლობალურ  Rise საზოგადოებაში გასაწევრიანებლად და მეტის გასაგებად დააჭირეთ აქ.

 

ინფორმაცია პროგრამის შესახებ

განაცხადის მიღების ბოლო ვადა:
ოთხშაბათი, 17 იანვარი, 2024

პროგრამის კრიტერიუმები:
2024 წლის გუნდში განცხადების შემოტანის  მსურველები 2024 წლის 1 ივლისისთვის  უნდა იყვნენ, 15–17 წლის, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი დაბადებულნი უნდა იყონ 2006 წლის 2 ივლისიდან და 2009 წლის 1 ივლისამდე.

ვებგვერდი
დარეგისტრირდით აქ.