კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა

„კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა“ დაფინანსებულია ამერიკის კონგრესის მიერ და ადმინისტრირებას უწევს „კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ცენტრი”. ამ პროგრამის ფარგლებში,წამყვანი ლიდერები პროგრამის პარტნიორი ქვეყნებიდან  10 დღით მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

„კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა“ თემატურად ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ანგარიშვალდებული მმართველობა, ქალები, როგორც ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება და მართვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ეკონომიკური განვითარება და გარემო. გარდა ამისა, გასულ წლებში„კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის“ პროგრამამ დააფინანსა პარლამენტის წევრების რამდენიმე ვიზიტი. ამასთანავე, დღემდე წარმატებულად მოქმედებს კანონის უზენაესობის კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ევრაზიის მოსამართლეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს,ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემის გაცნობის მიზნით.

ბევრი გაცვლითი პროგრამისგან განსხვავებით, „კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა“-ში მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ პირებით, რომლებიც ნომინირებულნი არიან თავიანთ სფეროში წარმოჩენილი ლიდერული თვისებების მიხედვით.პროგრამაში მონაწილეობისთვის ინგლისურის ცოდნა არ არის საჭირო და უპირატესობა ენიჭება მათ, ვინც არასდროს ყოფილა შეერთებულ შტატებში.

დაარსების დღიდან, 1999 წლიდან, თითქმის 23 000 ადამიანი, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებიდან გაემგზავრა 2 000-ზე მეტ თემში, 50 შტატში, რათა შეხვედროდნენ კოლეგებს თავიანთ სფეროში და გაეზიარებინათ ცოდნა და მიეღოთ ამერიკაში ცხოვრების გამოცდილება. 2007 წლიდან დღემდე, „კონგრესის საერთაშორისო ლიდერობის ოფისის ღია სამყაროს პროგრამა“ საქართველოში ითვლის დაახლოებით 800-მდე ქართველ კურსდამთავრებულს. ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისი წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას ამერიკის საელჩოშთან თბილისში. ამერიკული საბჭოები ამაყობს ღია სამყაროსთან ლოჯისტიკური პარტნიორობით.