პროფესიული და კულტურათშორისი ტრენინგი საზღვრებს გარეთ

შეიძინეთ საგნობრივი პროფესიული გამოცდილება ბიზნესში, STEM–სა და სოციალურ საკითხებში ბალკანეთის, ბალტიისპირეთისა და ევრაზიის 20 ქვეყანაში სტაჟირების გზით.

რვაკვირიანი ინგლისურენოვანი სტაჟირების გავლით, მონაწილეები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარებს, რომელსაც დღევანდელი გლობალური ბაზარი ითხოვს. სტაჟირების გავლა შესაძლებელია 20 ქვეყანაში და სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის: ბიზნესი, დემოკრატიის შენება, ადამიანის უფლებები, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგია, გენდერული საკითხები, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა და სოციალური სერვისები.

OPIT პროგრამა ემყარება ამერიკული საბჭოების მიერ შექმნილ საზოგადოებრივი პარტნიორების ფართო ქსელს, რეგიონების ექსპერტ პერსონალსა და საზღვარგარეთ არსებულ რესურსებს. სრულ განაკვეთზე მომუშავე ქვეყნის პერსონალი სრულად აკონტროლებს პროგრამას, ეხმარება მონაწილეებს ადმინისტრაციულ თუ პირად საკითხებში და მჭიდროდ თანამშრომლობს მასპინძელ ორგანიზაციასთან, რათა უზრუნველყოს მონაწილეთა სრულფასოვანი ჩართულობა მნიშვნელოვან პროექტებში. უცხო ენის ცოდნა სავალდებულო არ არის. ამასთან, უცხო ენაზე სტაჟირება ხელმისაწვდომია კვალიფიციური პირებისთვის და ყველა მონაწილეს შეუძლია შეუთავსოს ენის ინტენსიური კურსის შესწავლა სტაჟირებას.

 

საკონტაქტო პირი:

ტიმოთი ბლაუველთი

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორი