FLEX Program

აპლიკაციების მიღება დაიწყო 1 აგვისტოს

 აღმოაჩინე FLEX-ი, აღმოაჩინე სამყარო!

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

გაეცანით დამატებით დეტალებს და შეავსეთ განაცხადი

მონაწილეობა უფასოა!

 

რას უზრუნველყოფს პროგრამა?

  • მგზავრობას ამერიკის მიმართულებით და უკან.

  • ყოველთვიურ სტიპენდიას.

  • განსახლებას ამერიკელ მასპინძელ ოჯახში და ჩარიცხვას ამერიკულ სკოლაში.

  • პროგრამის საორიენტაციო აქტივობებს, როგორიცაა წინაგასამგზავრებელი ორიენტაცია.

  • პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს ა.შ.შ.-ში.

  • კურსდამთავრებულთა მხარდაჭერას.

პროგრამის კრიტერიუმები:

  • მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2007 წლის 1 იანვრიდან - 2009 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

  • მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი.

  • მოსწავლე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

  • მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი.

  • მოსწავლე უნდა აკმაყოფილებდეს ა.შ.შ.-ის ვიზის მოთხოვნებს.

  • მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.

როგორ შეირჩევიან მონაწილეები?

მონაწილეების შერჩევა ხდება სამ ეტაპად:

  • 1-ლი ეტაპი: პირადი ინფორმაცია და 3 ესე.

  • მე-2 ეტაპი: მოკლე (15 წუთიანი) ინგლისურის ტესტი

  • მე-3 ეტაპი: მშობლებთან შეხვედრა, ინგლისური ენის ტესტირება, დამატებითი ესეები, აპლიკაცია, გასაუბრება.

 შემდეგი კრიტერიუმები განსხვავებულია შშმ მოსწავლეებისთვის:

მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2006 წლის 15 თებერვლიდან - 2009 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

მონაწილე უნდა იყოს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელი.

 

 FLEX პროგრამა:

30+

წლიანი გამოცდილება საქართველოში

22

მონაწილე ქვეყანა ევროპასა და ევრაზიაში

1,500,000

მოხალისეობრივი საათი ა.შ.შ.-ში

 29,000+

კურსდამთავრებული

380+

შშმ კურსდამთავრებული

 

 
 

რეგისტრაცია დაიწყო 1 აგვისტოს და დასრულდება 28 სექტემბერს!

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დააჭირეთ ზედა ღილაკს

იხილეთ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის ვიდეო ინსტრუქცია

 
FLEX პროგრამა არაჩვეულებრივი ემოცია და განცდაა. ამ განცდის მიღმა დგას ასეულობით წარმატებული ახალგაზრდა , თავიანთი ბრწყინვალე აქტივობებითა და საქმიანობით. ისინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან უანგაროდ იღებენ არაერთ უნიკალური შესაძლებლობას, რაც მათში ავითარებს პირად თუ გლობალურ პერსპექტივებს.
— ვერიკო ურუშაძე (პროგრამის 2018 წლის ფინალისტის მშობელი და 2021 წლის ფინალისტის მასწავლებელი)
pdo 255-02.jpeg

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით

flex.ge@americancouncils.org

(+995 32) 229 21 06

Instagram

Facebook

Discover FLEX