FLEX Abroad პროგრამის შესახებ

აღმოაჩინე FLEX Abroad პროგრამა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები (საქართველო) მოხარულნი არიან გაცნობოთ მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა საზღვარგარეთ (FLEX Abroad) შესახებ. მას შემდეგ, რაც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში,  წარმატებით ვაგზავნით საერთაშორისო სტუდენტებს შეერთებულ შტატებში მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამის (FLEX) მეშვეობით, ახლა ვთავაზობთ აშშ-ის მოქალაქეებს საზღვარგარეთ სწავლის  ახალ შესაძლებლობას. FLEX Abroad პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ, სრულად დაფინანსებულ გაცვლით შესაძლებლობას ამერიკელი მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის გლობალური ცნობიერებისა და ინტერკულტურული კომპეტენციის ასამაღლებლად. პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი მოსწავლეები ჩამოდიან თბილისში, ცხოვრობენ ქართველ მასპინძელ ოჯახებში, სწავლობენ ქართულ ენას და ეცნობიან ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. ეს გამოცდილება დადებითად აისახება მოსწავლეების პიროვნულ ზრდაზე და უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთგაგებას სხვა კულტურასთან პირდაპირი ურთიერთქმედებით. 

რატომ FLEX Abroad პროგრამა?

აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალგაზრდებისთვის ღირებული შესაძლებლობების მიწოდება - შესაძლებლობების, რომლებიც მისცემს მათ გლობალურ პერსპექტივებს და ნათელ მომავალს შეუქმნის სახლში, სამსახურსა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვინაიდან მთელი მსოფლიო უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდება, როგორც ახალგაზრდა ამერიკელებმა, ისე ევრაზიის ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთისა და სხვა ადამიანებისა და ერების შესახებ. ამ შესაძლებლობას საუკეთესოდ უზრუნველყოფს მასპინძელ ოჯახში ცხოვრება. მოსწავლეებს უვითარდებათ პატივისცემა სხვა კულტურების მიმართ და უკეთ აღიქვამენ მზარდ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროს. მოსწავლეები აყალიბებენ ძლიერ კავშირებს თავიანთ  ქართველ მასპინძელ ოჯახებსა და საზოგადოებებთან და ამყარებენ ურთიერთობებს, რომლებიც ხშირად გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

პროგრამის საკონტაქტო

დოდო გოცირიძე, FLEX Abroad ჰაბის დირექტორი dgotsiridze@americancouncils.org

მარიამ ბლიაძე, FLEX Abroad ადგილობრივი კოორდინატორი mbliadze@americancouncils.org