2018 წლის 3 მარტს, საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა FLEX პროგრამის 25 წლის იუბილე აღნიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოდან, სომხეთიდან და აზებაიჯანიდან ამ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში შეიკრიბნენ პროგრამის არსებობის აღსანიშნავად. FLEX Talks შეიქმნა TED Talks-ის ფორმატის მიხედვით, რათა ამ რეგიონის პროგრამის კურსდამთავრებულებს შესძლებოდათ თავიანთი ისტორიების დიდი აუდიტორიისთვის ...