SAT ტესტი

მთავარი / SAT ტესტი

ამერიკული საბჭოები არის College Board-ის მიერ ავტორიზებული SAT ტესტირების ცენტრი საქართველოში.

 

ტესტის დაწერის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე: http://sat.collegeboard.org/register. დარეგისტრირებული კანდიდატები ყურადღებით უნდა გაეცნონ College Board-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ SAT ტესტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან წესებს და მოემზადონ ტესტის დღისთვის.

 

SAT ტესტი ტარდება ISET-ის შენობაში, რომელიც მდებარეობს ზანდუკელის 16-ში (ქვაფენილიანი ქუჩა რუსთაველის მეტროსთან). კანდიდატები ადგილზე უნდა გამოცხადდნენ ტესტირების დღეს 7:45-ზე.

 

შეკითხვებით მოგვმართეთ: (+995 32) 229 21 06.