გამოცხადებულია 2020 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

მთავარი / წინა / გამოცხადებულია 2020 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები: აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოსა და სომხეთში.

042617_3512_21პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და ქართულ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.
მნიშვნელოვანი ფაქტები: 2020 წლის პროგრამის ქართველი ფინალისტები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაცია მისამართზე: ais.americancouncils.org/pfp. ნახევარფინალისტები შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე და მათ გასაუბრებები ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტებს არჩევს ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისის დამოუკიდებელი კომისია.

ა.შ.შ.–ს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს ვაშინგტონში ფინალისტები ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ამ ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებსაც.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში, ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი);
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროგრამაში 2020 წლის გაზაფხულზე მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 ნოემბერი. პროგრამის თარიღებია: 20 აპრილი – 29 მაისი, 2020.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნათია შარიქაძეს
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
ჭავჭავაძის გამზ., I შესახვევი, VI კორპუსი,  II სადარბაზო II სართული,  თბილისი, საქართველო, 0162

ტელ: (995 32) 229-21-06 (22)
ელ. ფოსტა:  pfp.ge@global.americancouncils.org
ვებ-გვერდი: professionalfellows.americancouncils.org