გამოცხადებულია 2020 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

მთავარი / წინა / გამოცხადებულია 2020 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები: აზერბაიჯანში, თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

ა.შ.შ.–ს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო, ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში. მონაწილეები ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს ვაშინგტონში ფინალისტები ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ამ ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებსაც.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში, ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი);
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროგრამაში 2020 წლის შემოდგომაზე პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 31 მარტი. აპლიკაციის შევსება ხდება ონლაინ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაირონ რეგისტრაცია შემდეგ ვებ-გვერდზე: ais.americancouncils.org/pfp.
პროგრამის თარიღებია: 13 ოქტომბერი-19 ნოემბერი, 2020.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორსნათია შარიქაძეს
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
ჭავჭავაძის გამზ., I შესახვევი, VI კორპუსი,  II სადარბაზო II სართული,  თბილისი, საქართველო, 0162

ტელ: (995 32) 229-21-06 (22)
ელ. ფოსტა:  Georgia-PFP@americancouncils.org
ვებ-გვერდი: professionalfellows.americancouncils.org

8E1A3659