გამოცხადებულია 2019 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

მთავარი / წინა / გამოცხადებულია 2019 წლის პროფესიული პრაქტიკის პროგრამა!

პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვეთში, უკრაინასა და რუსეთში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.
042617_3512_21პროგრამის მიზანია ფინალისტებმა გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის საკანონდებლო პროცესებზე, გააცნობიერონ საზოგადოების როლის და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობა, დამყარდეს თანამშრომლური ურთიერთობა ამერიკულსა და უცხოურ ორგანიზაციებს შორის, ერთობლივი ძალებით შემუშავდეს საერთო პრობლემის პრაქტიკული გადაწყვეტა.
მნიშვნელოვანი ფაქტები: 2019 წლის პროგრამის ქართველი ფინალისტები კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. მასში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა მისამართზე: ais.americancouncils.org/pfp. ნახევარფინალისტები შეირჩევიან ანკეტების საფუძველზე და მათ გასაუბრებები ჩაუტარდებათ ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისში. ფინალისტების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი კომისიის წევრები იღებენ ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისში.

ა.შ.შ.–ს დედაქალაქში ჩასვლისთანავე ფინალისტები გაივლიან სამდღიან ინტენსიურ ტრენინგს, რომლის ფარგლებშიც ისინი მიიღებენ ინფორმაციას ამერიკაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე. პროგრამის მონაწილეები ხუთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შტატის საკანონმდებლო და ქალაქის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთვებიან საშტატო მმართველობის, სახელმწიფო ზედამხედველობის და მოქალაქეთა აქტიურობასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ პროცესებში. პროგრამის დასასრულს ვაშინგტონში ფინალისტები ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ამ ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებსაც.

მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • განაცხადის მიღების პერიოდში უნდა იყოს 25–დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
  • უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (ჰქონდეს Paper-Based TOEFL–ში 500–ზე, IBT–ში 60–ზე, IELTS 6–ზე მეტი ქულა ან გავლილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო დონის ინგლისურენოვანი პროგრამა არანაკლებ ერთი სემესტრისა); თუ კანდიდატი გახდება ნახევარფინალისტი და არ ექნება ზემოთხსენებული საბუთ(ებ)ი, ამერიკული საბჭოები მას თავად ჩაუტარებს TOEFL–ს
  • უნდა ჰქონდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
  • უნდა ჰქონდეს საჯარო სექტორში ან არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება (მაგ., საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ან არასამთავრობო სექტორი);
  • უნდა ჰქონდეს სურვილი მომავალშიც იმუშაოს საჯარო სექტორში;
  • უნდა ავლენდეს ლიდერულ და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.

პროგრამაში 2019 წლის შემოდგომაზე მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 აპრილი. პროგრამის თარიღებია: 15 ოქტომბერი – 23 ნოემბერი, 2019.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს – ნათია შარიქაძეს
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
ჭავჭავაძის გამზ., I შესახვევი, VI კორპუსი,  II სადარბაზო II სართული,  თბილისი, საქართველო, 0162

ტელ: (995 32) 229-21-06 (22)
ელ. ფოსტა:  pfp.ge@global.americancouncils.org
ვებ-გვერდი: professionalfellows.americancouncils.org