ნონა ციხელაშვილის PFP პრაქტიკა EPIC ‘Ohana Inc.-ში

მთავარი / წინა / ნონა ციხელაშვილის PFP პრაქტიკა EPIC ‘Ohana Inc.-ში

2018 წლის 9 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე ნონა ციხელაშვილი გადიოდა პრაქტიკას ორგანიზაციაში EPIC ‘Ohana Inc. (ეფექტური დაგეგმვა და ინოვაციური კომუნიკაცია – Effective Planning and Innovative Communication)  ჰავაის შტატში, ჰონოლულუ, ორგანიზაციას თავისი წარმომადგენლობა აქვს გახსნილი ჰავაის ყველა ქალაქში.

EPIC ბავშთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს, მისი ძირითადი საქმიანობებია:

  • გააძლიეროს ბიოლოგიური ოჯახი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრა;
  • დაეხმაროს ბიოლოგიურ ოჯახს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები დაიბრუნოს;
  • სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ახალგაზრდები მოამზადოს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

ორგანიზაციაში პრაქტიკის პერიოდში, პროგრამის მონაწილეს შესაძლებლობა ქონდა დეტალურად გაცნობოდა ჰავაიზე არსებულ ბავშვთა კეთილდღეობის სისტემას, ასევე იმ მომსახურებებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის და ოჯახის წევრების ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ნონა ციხელაშვილს, პრაქIMG_3037ტიკის ხელმძღვანელმა, შესაძლებლობა მისცა ჰავაის უნივერსიტეტში შეხვედროდა სოციალური სამუშაოს მიმართულების ხელძღვანელს. ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მუშაობის მსურველ სტუდენტებს სახელმწიფო  უფინანსებს ორ წლიან მაგისტრატურას. სახელმწიფო  აფორმებს სტუდენტთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვალდებულია იმუშაოს მინიმუმ 2 წელი სახელმწიფო სოციალურ მუშაკად. არსებული პრაქტიკა შესაძლებლობას აძლევს ჰავაის ბავშვთა კეთილდღეობის სისტემას ჰყავდეს კვალიფიციური კადრი, რომელმაც იცის არსებული კანონები და რეგულაციები, არსებული მომსახურებები და ის მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელიც დაეხმარება ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება.

ნონას შესაძლებლობა ქონდა შეხვედროდა ოჯახის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეებს, რომლებიც მხოლოდ ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობენ.  სასამართლოს, დანაშაულის პრევენციის მიმართლებით აქვს განვითარებული სხვადასხვა მომსახურებები; ასევე ახორციელებს სახელმწიფო მომსახურებების მონიტორინგს  და ფლობს ბავშვის დაკითხვის ისეთ ტექნიკებს, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე არის დაფუძნებული.

პროფესიული პრაქტიკის პროგრამის ბოლო საფეხურის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს პროექტის წარდგენას სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, ნონას პროექტმა მოიპოვა დაფინანსება და მისი პრაქტიკის ხელმძღვანელი, მაისის თვეში, ესტუმრება საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სხვადასხვა მომსახურებას უწვეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს და ოჯახებს.