გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

მთავარი / წინა / გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

HolidayCard_Revised4-01

აშშ-ში შობა დიდი დღესასწაულია. როგორც კი მაღაზიებში გაქრება მადლიერების დღის დეკორაციები, მალევე მათ ადგილს საშობაო განწყობა იკავებს. ირთვება შენობები, იდგმება ნაძვის ხეები, განათებებით ირთვება ქუჩები. საშობაო სიმღერები ისმის ყველგან. ადვილად შეამჩნევთ სანტას და მასთან სურათის გადაღების მსურველ ბავშვების რიგს. ირგვლივ ცხელი შოკოლადისა და დარიჩინის სურნელი ტრიალებს. ეს ნამდვილად წლის ჯადოსნური პერიოდია!

გაცნობებთ, რომ 25 და 31 დეკემბერს ამერიკული საბჭოები არ იმუშავებს.