როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა?

მთავარი / FLEX პროგრამა / როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა?

პროგრამის მონაწილეები ირჩევიან ღია და შედეგებზე ორიენტირებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყოველ შემოდგომას ეწყობა. თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.

2019 წლის შემოდგომის პერიოდში შესარჩევი კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები უნდა იყვნენ:

1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები,

2) დაბადებული 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე

3) კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე

4) აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს

5) ფლობენ ინგლისურ ენას

6) საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

 

ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები სტუმრობენ რეგიონებს რათა შესარჩევი ტურები საქართველოს მასშტაბით ჩაატარონ. ტესტირების ცენტრების მდებარეობა ცხადდება პროგრამის შესარჩევი ტურების დაწყებამდე პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. FLEX პროგრამის წარმოგადგენლები წინასწარ ატყობინებენ რეგიონალური სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს პროგრამის შესახებ კონკურსის გამოცხადების დეტალებს სატელეფონო ზარებით, ბეჭდური განხცხადებებით, ტელევიზიით, ბუკლეტებით, პოსტერებით, პროგრამის კურსდამთავრებულების მეშვეობით, რომლებიც უშულალოდ მიდიან სკოლებში და ატარებნენ პრეზენტაციებს.

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთერთ ცენტრში ჩაბარება. მათ თან უნდა იქონიონ:

1) დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (აუცილებლად ამ დოკუმენტის დედანი).

2) ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი

3) საწერკალამი.

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 2002 წლის 15 თებერვლიდან 2005 წლის 16 ივლისამდე.

 

კონკურსი შედგება სამი რაუნდისაგან:

რაუნდი 1: ინგლისურის მოკლე ტესტი

მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს, აბარებენ 15 წუთიან ტესტს, რომელიც 16 დახურული შეკითხვისგან შედგება (4 სავარაუდო პასუხით). ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და შედეგები ინტერნეტის მეშვეობით გამოცდის დღესვე ცხადდება. გამარჯვებულ მონაწილეებს მე-2 რაუნდში მე-2 დღესვე ვიწვევთ.

რაუნდი 2: თემები ინგლისურად

მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მე-2 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, წერენ 3 ესსეს (თემას) ინგლისურად, კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით. რომლებსაც, ამერიკაში არსებული დამოუკიდებელი კომისია ამოწმებს. 

რაუნდი 3: ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ

მოსწავლეები, რომლებიც შეირჩნენ მე-3 რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, გაივლიან კომპლექსური ინგლისურის ტესტს, წერენ 2 ესსეს (თემას) ინგლისურად, მონაწილეობის ჯგუფურ სავარჯიშოში და გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას. ამასთან ერთად, მონაწილეები ავსებენ ამერიკული საბჭოების მიერ მოწოდებული აპლიკაციის ფორმას. მე-3 რაუნდის შედეგებს დაახლოებით 6 თვეში შეიტყობთ. მე-3 რაუნდის ყველა მონაწილე, შედეგს ინდივიდუალურად შეიტყობს, იქნება ეს დადებითი თუ არყოფითი პასუხი.

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსის პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღება.

წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! გთხოვთ, ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს რეგულარულად, რადგან თარიღები და ტესტირების ქალაქების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს.