როგორ შეირჩევიან მოსწავლეები?

მთავარი / FLEX პროგრამა / როგორ შეირჩევიან მოსწავლეები?

განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ამერიკელ პროფესიონალთაგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი კომისიები შეარჩევენ პროგრამის ფინალისტებსა და რეზერვებს. შერჩევა ეფუძნება სამართლიან კონკურსს, რომელიც მოიცავს კომპლექსურ აპლიკაციას, მასწავლებლის რეკომენდაციას და პროგრამაში მონაწილეობისათვის მზაობის გამოვლენას. მოსწავლეებს ასევე მოეთხოვებათ ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ფორმების წარმოდგენა.

ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანი კომპონენტია შერჩევის პროცესში, მაგრამ არა – ერთადერთი. შერჩევის პროცესი სრულდება გაზაფხულისთვის და კანდიდატები სტატუსის შესახებ შეტყობინებას იღებენ მაისის თვიდან.

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ რამდენიმე თემის დაწერა, ხოლო ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას, დაწერენ კომპლექსური ინგლისურის ტესტს და გაივლიან გასაუბრებას.