FLEX პროგრამა
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფინანსდება აშშ-ს მთავრობის მიერ. პროგრამა უზრუნველყოფს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები უფასოდ გაემგზავრებიან აშშ-ში, ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ იქაურ მასპინძელ ოჯახში ერთი აკადემიური წლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, აირჩიეთ ჩამოთვლილთაგან:
რა არის FLEX პროგრამა, ვინ ფარავს ხარჯებს?
ვინ უწევს პროგრამას ორგანიზებას?
პროგრამის მიზნები
რას უზრუნველყოფს და რას არ უზრუნველყოფს პროგრამა?
რა ხდება ფინალისტების შერჩევის შემდეგ?
მასპინძელი ოჯახები და ადგილობრივი ორგანიზაციები
როდის შეგიძლიათ პროგრამაში მონაწილეობა?
როგორ ჩავერთო პროგრამაში?
რა სარგებლის მოტანა შეუძლია პროგრამას და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
რა არის FLEX პროგრამა, ვინ ფარავს ხარჯებს?
FLEX პროგრამა დაარსდა 1992 წელს და თავდაპირველად იგი “თავისუფლების მხარდაჭერის აქტის” სახელით იყო ცნობილი. საშუალო სკოლის მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა ინიცირებულია აშშ-ს კონგრესის მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებისათვის მეგობრობის ხელის გაწვდის ნიშნად. პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიუროს. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას. პროგრამა ყოველ წელს საშუალო სკოლების 1,100 მოსწავლეს აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. 45 მოსწავლე მიემგზავრება ყოველწლიურად საქართველოდან აშშ-ში ამერიკის მთავრობის გრანტით.
FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა. რადგანაც პროგრამა ევრაზიაში უკვე 1993 წლიდან ფუნქციონირებს, მას 17,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც აღსავსე არიან ენუზიაზმითა და მონდომებით, რათა თავიანთი ცოდნითა და გამოციდლებით დადებითი ცვლილებები შიეტანონ თავიანთ თემში. მრავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობას უწევს FLEX პროგრამას. ამერიკის მთავრობის დახმარებით ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ პროგრამის მონაწილეებისა და მასპინძელი ოჯახის ინტერესების ერთმანეთს მაქსიმალურ თანხვედრას, ამავდროულად, განათლებისა და კულტურის ბიურო ხელს უწყობს საერთო გაგების გაღრმავებას და პირადი თუ პროფესინალური კუთხით აკავშრებს ახალგაზრდებს და ორგანიზაციებს ერთმანეთთან ამერიკული კულტურის, ტრადიციებისა თუ განხვავებების შესახებ ინფორმირებით.
აპლიკანტები მონაწილეობენ სამი ტურისგან შემდგარ შესარჩევ კონკურსში. თითოეული ფინალისტი მონაწილებას იღებს წინაგასამგზავრებელ ორიენტაციაში (PDO), რომელიც ძირითადად იმართება 4-6კვირით ადრე, სანამ გამარჯვებულები შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან. შეკრების მიზანია მომავალი ლიდერები მოამზადოს თავგადასავლებით აღსავსე, საინტერესო წლისთვის.
პროცენტულად მონაწილეების მცირე რაოდენობა, სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით ივლისის თვეში ცოტა ადრე მიემგზავრებიან, რათა გაიარონ ოთხკვირიანი ენის ინტენსიური კურსები, მეტი ისწავლონ ადგილობრივი კულტურის შესახებ. სხვა დანარჩენი მონაწილეები კი მიემგზავრებიან აგვისტოში. ენის კურსები საშულებას აძლევს ტერიტორიულად შორს მცხოვრებ სტუდენტებს აიმაღლონ ინგლისური ენის დონე. ეს პროგრამა ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეებზეც.
FLEX-ის მონაწილეები არიან განთავსებული მასპინძელ ოჯახებში და ამ საკითხს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები შტატის დეპარტამეტისა და ამ მიზნით გამოყოფილი გრანტით აგვარებენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახებთან, რომლებთანაც სტუდენტები ცხოვრობენ, სრულიად უსასყიდლოდ მასპინძლობენ გაცვლით სტუდენტებს. პროგრამის მონაწილეები დადიან ადგილობრივ საჯარო სკოლებში, ჩართული არიან ადგილობრივ აქტივობებში, რისი საშუალებითაც პროგრამა ცდილობს დემოკრატიული ღირებულებები წინა პლანზე წამოწიოს.
ვინ უწევს პროგრამას ორგანიზებას?
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია, უკვე 30 წელია არსებობს. იგი აკავშირებს ამერიკას დასავლეთ ევროპასთან, ევრაზიასთან და ბალკანეთის ქვეყნებთან. ამერიკული საბჭოები ადმინისტრირებას უწევს 30 გაცვლით პროგრამას, ტრენინგ კურსს საშუალო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორებისთვის. ACTR/ACCELS უზრუნველყოფენ 20 FLEX ოფისის კოორდინირებას ევრაზიის მასშტაბით, რომლებიც ხელმძღვანელობენ ტესტირებას, შერჩევის პროცესს, ფინალისტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების მომზადებას, წინაგასამგზავრებელ ორიენტაციას, მონაწილეების ტრანსპორტირებას და ინფორმაციის უწყევეტად და ეფექტურად მიწოდებას. ამერიკული საბჭოები არის დამაკავშირებელი კვანძი მონაწილეების ოჯახს, ამერიკულ სკოლას და მასპინძელ ოჯახის შორის, მაშინ, როცა მომავალი ლიდერები იღრმავებენ ცოდნას და იძენენ გამოცდილებას შტატებში.
ორგანიზაცია ასევე კოორდინირებას უწევს FLEX პროგრამის კურსდათავრებულების ღონისძიებებს. კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი არის მიმართულება, სადაც სტუდენტებს აქვთ შანსი პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ამერიკის შტატების დეპარტამენტი ღებულობს თვიურ ანგარიშს.
პროგრამის მთავარი მიზნები:
ხელი შეუწყოს ევრაზიისა და ამერიკელ ხალხთა შორის ურთიერთგაგებას და სტუდენტებს საშუალება მისცეს:
- ისწავლონ მეტი ამერიკული კულტურის შესახებ;
- მყარი მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ ამერიკელებთან;
- ასწავლონ ამერიკელებს თავიანთი ქვეყნისა და კულტურის შესახებ;
- როგორც FLEX პროგრამის კურსდამთავრებულებმა, გაუზიარონ და შეუსაბამონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს;
- მეტი ისწავლონ დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო უფლება-მოვალეობების შესახებ
რა არის და რა არ არის დაფინანსებული ?
FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);
- ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო პირადი ნივთები;
- შერჩეული მასპინძელი ოჯახები;
- ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;
- პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები.
- ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები
- ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებების და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით)
FLEX პროგრამა არ ფარავს შემდეგ ხარჯებს:
- საერთაშორისო პასპორტის ხარჯები;
- პირად ხარჯებს, რომლებს არ ფარავს თვიური სტიპენდია;
- გადაჭარბებული ბარგის წონის ხარჯები;
- ამერიკიდან ოჯახში დარეკვისას სატელეფონო ხარჯები, ინტერნეტის ხარჯები;
რა ხდება FLEX პროგრამის ფინალისტების შერჩევის შემდეგ?
პროგრამის ფინალისტებისა თუ ალტერნატივათა სტატუსის გაგების შემდეგ, მონაწილეები და მათი მშობლები იღებენ ორიენტაციის მასალებს, რაც ეხმარება მათ გამგზავრების წინ მოემზადონ. მათ ოფიციალურად უნდა დაადასტურონ პროგრამაში მონაწილეობის მზადყოფნა და იზრუნონ დამატებითი დოკუმენტაციის შეგროვებაზე, რომელსაც პროგრამა მოითხოვს. მონაწილეებმა დაუყოვნებლივ უნდა გააბარონ პასპორტი, რათა დროულად იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია მზად ამერიკის ვიზისთვის. მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, შესაბამისი ორგანიზაციები ამერიკაში ზრუნავენ მოაგვარონ ტექნიკური მხარეები, კერძოდ, პოულობენ შესაფერის მასპინძელ ოჯახებს და აგვარებენ სკოლებში მოსწავლეების ჩარიცხვის დეტალებს. ივნისისა და ივლისის თვეში ფინალისტები მონაწილეობას იღებენ გაფრენისწინა ორიენტაციაში და ამის შემდეგ კი ისინი მიემგზავრებიან აგვისტოს თვეში ამერიკაში და იწყება მათი დაუვიწყარი წელი.
პროგრამის მნიშვნელოვანი დეტალი : FLEX პროგრამის მონაწილე მიზეზგარეშე უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში პროგრამის დასრულების შემდეგ, ამერიკული საბჭოების მიერ დადგენილ დროს. ამერიკის ვიზაში შეუძლებელია შევიდეს ისეთი ტიპის ცვლილება , როგორიცაა ვიზის თარიღის გადაწევა.
მასპინძელი ოჯახები და სტუდენტების დასახლება
არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებს ადგილობრივი ორგანიზაციების სახელით ვიცნობთ, აქვთ გამოყოფილი თანხა, რომლითაც ისინი FLEX პროგრამის ფინალისტების მასპინძელ ოჯახებში განთავსების პროცესში დახარჯულ რესურსს ფარავენ. მათ არსებობას პროგრამაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ პროგრამის წარმატებას, ისინი დასაწყისიდანვე უწევენ შესაბამის კოორდინირებას. პროგრამაში მონაწილე თითოეული ადგილობრივი ორგანიზაცია წინასწარ სამოქმედო გეგმასა და ამოცანებს სახავს, აღწერენ, როგორ დააინტერესებენ ოჯახებს, რათა სტუდენტებს უმასპინძლონ. გარდა ოჯახების დაინტერესებისა და მათ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციების მოპოვებისა ამ ორგანიზაციების ვალდებულებებში აგრეთვე შედის: მონაწილეებისთვის გამართონ საორიენტაციო შეხვედრები, მიაწოდონ შესაბამისი მომსახურება, ჩართონ ისინი აქტივობებში, რომლბიც მათ პიროვნულ ზრდას ემსახურება. ჩამოთვლილი ორგანიზაციები იზრუნებენ ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.
American Cultural Exchange Service
Academic Year in America (AYA/AIFS)
ASSE International Student Exchange Program (ASSE)
Center for Cultural Interchange (CCI)
Council on International Educational Exchange (CIEE)
International 4-H Youth Exchange (4H)
Program of Academic Exchange (PAX)
Pacific Intercultural Exchange-USA, Inc. (PIE)
——————————————————————————————————————————————————————-
როდის და როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა?
ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები სტუმრობენ რეგიონებს (ქვემოთ იხილეთ რეგიონები, სადაც ტესტირების ცენტრებია), რათა შესარჩევი ტურები ჩაატარონ. აპლიკანტები, რომლებიც პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ უნდა გამოცხადდნენ ტესტირების ცენტრში და თან იქონიონ დაბადების მოწმობა/პირადობა, ერთი 3X4–ზე გადაღებული ფოტოსურათი და საწერკალამი. ტესტირების ცენტრების მდებარეობა ცხადდება პროგრამის შესარჩევი ტურების დაწყებამდე პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. FLEX პროგრამის წარმოგადგენლები წინასწარ ატყობინებენ რეგიონალური სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს პროგრამის შესახებ (სატელეფონო ზარებით, ბეჭდური განხცხადებებით, ტელევიზიით, ბუკლეტებით, პოსტერებით, პროგრამის კურსდამთავრებულები უშულალოდ მიდიან სკოლებში და ატარებნენ პრეზენტაციებს).
რა არის პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
FLEX პროგრამა საშულებას აძლევს მონაწილეებს ისწავლონ ამერიკელი ხალხის შესახებ, აღმოაჩინონ საინტერესო მათ კულტურაში, ამავდროულად ფინალისტები საქართველოს ელჩები არიან, რომლებსაც საერთაშორისო სარბიელზე გააქვთ ქვეყნის სახელი, ასწავლიან ამერიკელებს ევრაზიული კულტურის შესახებ. ყოველივე ეს ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას, ეხმარება გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და მოემზადონ დიდი ცვლილებებისთვის. FLEX პროგრამის მონაწილეებს შესანიშნავი შანსი აქვთ მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ მასპინძელ ოჯახთან. პროგრამის ბევრი კურსდამთავრებული დღეს სწავლობს პრესტიჟულ უნივერისტეტში, მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, ის უნარ–ჩვევები, რომლებიც მას განავითარეს ამერიკაში, გზას უკვალავს წარმატებისკენ.
პროგრამის შესაძლო უარყოფითი მხარეები
სტუდენტებმა ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ პროგრამის უარყოფითი მხარეები:
- შესაძლოა პროგრამის მონაწილეებმა ეროვნულ/ სასკოლო გამოცდებს ვერ ჩამოუსწრონ;
- შესაძლოა, დაბრუნების შემდეგ მოგიწიოთ ჯარში მსახური;
- შესაძლოა, არ ჩაგეთვალოთ სასწავლო წელი, რომელიც ამერიკაში გაატარეთ (სკოლის პრეროგატივაა, ჩათვლის თუ არა);
- შესაძლოა, დაკარგოთ ოქროს მედალი, რომელსაც სკოლა გასცემს;
- აკადემიური პროგრამა, რომელიც ამერიკაში ისწავლება განსხვავებულია ქართული სკოლების მასალისაგან.
——————————————————————————————————————————————————————-
ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა?
ტესტირების ეტაპები
ტესტირების განრიგი
ტესტირების ცენტრები
შერჩევის პროცესი
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
FLEX პროგრამა არის ცოდნასა და დამსახურებაზე დაყდნობილი კონკურსი და ღიაა ყველა მონაწილესთვის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნილებებს:
იმისთვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა FLEX პროგრამაში 2013 წლის სექტემბრის თვეში, და გაემგზავროთ 2014–2015 წლებში ამერიკაში, თქვენ უნდა:
- იყოთ დაბადებული 1997 წლის პირველ იანვარსა და 1999 წლის 15 ივლისს შორის;
- იყოთ საშუალო სკოლის მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწვალე;
- თქვენი აკადემიური მოსწრება უნდა იყოს კარგი/დამაკმაყოფილებელი ან საუკეთესო;
- ფლობდეთ ინგლისურ ენას და გქონდეთ ენის კონკურსში მონაწილეობა მინაღები;
- აკმაყოფილებდეთ ამერიკის ვიზის მოთხოვნილებებს;
- იყოთ საქართველოს მოქალაქე ან უფლებამოსილი პირი მიიღოთ პასპორტი საქართველოს შესაბამისი უწყებებისაგან.
შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პროგრამაში მონაწილეობისთვის მოთხოვნები შემდეგია :
- მონაწილე უნდა იყოს დაბადებული 1996 წლის 15 მარტსა და 1999 წლის 15 ივლისს შორის;
- უნდა იყოს მე–8, მე–9, მე 10, მე –11, მე –12 კლასის მოსწავლე
* მონაწილე, რომელიც გამგზავრებამდე შეცვლის თავის კლასის საფეხურს, ავტომატურად გამოეთიშება პროგრამას.
მოსწავლეს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება თუ:
- ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს;
- თუ გასული 5 წლის მანძილზე 3 თვე მაინც უხოვრია ამერიკაში;
- თუ აპლიკანტის ოჯახს განაცხადი შეაქვს/ შეტანილი აქვს ამერიკაში ემიგრანტობის მოთხოვნასთან დაკავშირებით
ტესტირების ეტაპები
პირველი რაუნდი: პრე-ტესტი
მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, არიან მიწვეული პროგრამის პირველ ტურზე, რომელიც წარმოადგენს 16 ტესტურ შეკითხვაზე პასუხის გაცემას განსაზღვრულ დროში.
ტესტის მიზანია, შეამციროს იმ აპლიკანტთა რაოდენობა, რომლებსაც ინგლისურის ძალიან დაბალი დონე აქვთ. პრე–ტესტის ათი ვარიანტი არსებობს, ამიტომ გადაწერა ან მსგავსი ქმედების განხორციელება სტუდენტისგან პრაქტიკულად შეუძლებელია.
მეორე რაუნდი: ესეები
სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ტურს, ელოდებათ მეორე რაუნდი, რაც გულისხმობს, რომ აპლიკანტმა უნდა დაწეროს შეკითხვების შესაბამისი სამი ესე (ინგლისურ ენაზე). ფსიქოლოგიური შეკითხვები სპეციალურად შეგენილია სტუდენტების მოწიფულობის, პროგრამაში მზადობის შემოწმების მიზნით, რათა აპლიკანტებმა გულწრფელად ისაუბრონ თავიანთი გამოცდილების, შეხედულებების შესახებ, რაც მათ რეალურ ცხოვრებაში ხდება და არ იყოს ფანტაზიის ნაწილი.
ესეს შეკითხვების ხუთი ვარიანთია, ასე რომ სტუდენტები ვერ წაიღებენ და გაუზიარებენ შეკითხვებს მეგობრებს. საგამოცდო პროცესს აკონტროლებს პროგრამის ორგანიზატორები და ზედამხედველობას უწევენ FLEX-ის კურსდამთავრებულები. ტესტირების დასრულების შემდგომ ნამუშევრები იგზავნება გასასწორებლად ადმინისტრაციულ ოფისში. პირველი და მეორე ტურის ნამუშევრებს ასწორებენ ამ სფეროში გამოცდილი სპეციალისტები.
მესამე რაუნდი: პრე– TOEFL/SLEP ტესტი, აპლიკაციები და ინტერვიუ
თუ აპლიკანტები წარმატებით გადალახავენ მეორე ტურს, წინ ელოდებათ მესამე რაუნდი, რაც გულისხმობს იმას, რომ აპლიკანტებმა უნდა დაწერონ წინა-TOEFL ან SLEP ტესტი, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და მიიღონ მონაწილეობა ინტერვიუში, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდება. ინტერვიუ ტარდება ინგლისურად, თუმდა ქართულადაც საუბარი დასაშვებია, თუ ეს აპლიაკანტს თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებაში დაეხმარება.
თუმცა, ინტერვიუმდე აპლიკანტები ქართულ ენაზე ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობენ, რომელსაც FLEX პროგრამის ევრაზიის და საქართველოს წარმომადგენლები ესწრებიან. 4–7 სტუდენტი მონაწილეობს თამაშში, ეს აქტივობა ეხმარება დამკვირვებლებს აპლიკანტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. მესამე რაუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი აპლიკაციას ეთმობა, რომელზეც ამომწურავად პროგრამის წარმომადგენლები საუბრობენ და პასუხობენ აპლიკანტების შეკითხვებს. მათ ეს დოკუმენტები უნდა შეავსონ და დააბრუნონ ამერიკული საბჭოების ოფისში ორი კვირის ვადაში. სანამ მონაცემები გაიგზავნება ვაშიმგტონის ოფისში, ის ადგილობრივ დონეზე მოწმდება. თბილისში თითოეული აპლიკანტის ნამუშევარს (რაც კონკურსის მონაწილეებმა მეორე ტურზე წერეს) ერთად აჯამებენ და ამერიკული საბჭოების ვაშინგტონის ოფისში გზავნიან დამატებითი პროცესებისთვის.
ტესტირების განრიგი
კონკურსის დაწყებისთანავე იქნება გამოცხადებული!
ყველა მონაწილემ თან უნდა იქონიოს შემდეგი:
- დაბადების მოწმობა ან პირადობა (ორიგინალი);
- ერთი ფოტო 3x4-ზე;
- საწერკალამი;
რეგიონები, სადაც ტესტირება იმართება
2014–2015 წლის FLEX პროგრამის ტესტირება ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:
- თბილისი (თბილისთან ახლოს მცხოვრები აპლიკანტები ტესტირებას აქ გაივლიან)
- თელავი, კახეთი
- ქუთაისი, იმერეთი
- ბათუმი, აჭარა
- ზუგდიდი, სამეგრელო
- ახალციხე, სამცხე–ჯავახეთი
- ბორჯომი, სამცხე–ჯავახეთი
- გორი, შიდა ქართლი
- მარნეული, ქვემო ქართლი
შერჩევის პროცესი
ამერიკული საბჭოები ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სადაც დაახლოებით 150 განათლების სისტემის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში მოღვაწე მოხალისე პროფესიონალები, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ხვდებიან ერთმანეთს და ყურადღებით შეისწავლიან, შეაფასებენ აპლიკანტებს და მათ ნამუშევრებს. ისინი არჩევენ ფინალისტებსა და ალტერნატიულ კანდიდატებს.
შერჩევის პროცესი აპლიკაციის გარდა თავის თავში გულისხმობს, მასწავლებლის რეკომანდაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აპლიკანტი მზად არის ერთწლიანი პროგრამისთვის. შერჩევის პროცესი სრულდება გაზაფხულზე და ფინალისტები თავიანთი სტატუსის შესახებ აპრილის შუა რიცხვებში გებულობენ შედეგებს. უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ინგლისური ენის ცოდნა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზე დაყდნობითაც არჩევენ ფინალისტებს.
*დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების წარმომადგენლებს.
FLEX პროგრამის შესარჩევი ტურები წელს დასრულებულია, 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყება მომავალი ლიდერების შერჩევა 2014–2015 წლებისთვის.