FLEX-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყო

მთავარი / წინა / FLEX-ის შესარჩევი ეტაპი დაიწყო

მოხარულები ვართ FLEX-ის 2018 წლის შესარჩევი ეტაპი გახსნილად გამოვაცხადოთ!

 

წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. გაიგეთ დამატებითი ინფორმაცია ტესტირების თარიღებსა და ლოკაციების შესახებ:

ნინოწმინდა – 1-ლი საჯარო სკოლა, თერიანის #14. 18 სექტემბერი, 10:00.

გორი – მე-3 საჯარო სკოლა, ამილახვრის #26. 24 სექტემბერი, 10:00.

თელავი – მე-7 საჯარო სკოლა, ალაზნის #22. 29 სექტემბერი, 10:00.

რუსთავი – 22-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის #6. 4 ოქტომბერი, 10:00.

ბათუმი – მე-10 საჯარო სკოლა, ჯავახიშვილის #66. 6 ოქტომბერი.

ზუგდიდი – 1-ლი საჯარო სკოლა, აღმაშენებლის #1. 8 ოქტომბერი, 10:00.

მარნეული – მე-5 საჯარო სკოლა, რუსთაველის #52. 12 ოქტომბერი, 10:00.

ქუთაისი – მე-3 საჯარო სკოლა, წმინდა ნინოს #2. 13 ოქტომბერი, 10:00.

თბილისი – 55-ე საჯარო სკოლა, ჭავჭავაძის #38. 20 ოქტომბერი, 10:00.

ახალციზე – მე-5 საჯარო სკოლა, ფარნავაზ მეფის #6. 22 ოქტომბერი, 10:00.

ბორჯომი – მე-3 საჯარო სკოლა, რუსთაველის #97. 24 ოქტომბერი, 10:00.

შშმ პირებისთვის – ამერიკული საბჭოების ოფისი, ჭავჭავაძის გამზ. #35ა. 30 ოქტომბერი, 10:00.

მონაწილეობის კრიტერიუმები:

1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები,

2) დაბადებული 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 16 ივლისამდე

3) კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე

4) აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს

5) ფლობენ ინგლისურ ენას

6) საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

FLEX პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის – 2001 წლის 15 თებერვლიდან 2004 წლის 16 ივლისამდე.

თან უნდა იქონიოთ: დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (დედანი), ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი და საწერი კალამი.

გისურვებთ წარმატებებს!