FLEX პროგრამის 2020-2021 შესარჩევი ეტაპი ონლაინ ჩატარდება

მთავარი / პროგრამები / FLEX / FLEX პროგრამის 2020-2021 შესარჩევი ეტაპი ონლაინ ჩატარდება
რეგისტრაცია დაიწყება 1 სექტემბრიდან – 15 ოქტომბრის ჩათვლით.
რესგიტრაციის გასავლელად გადადით შემდეგ ბმულზე: ais.americancouncils.org/flex
*2020 წლის შესარჩევ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის
(1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის,
(2) 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 15 ივლისის ჩათვლით დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც
(3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში,
(4) არიან საქართველოს მოქალაქეები
(5) სწავლობენ და ირიცხებიან სკოლაში საქართველოში და
(6) ფლობენ ინგლისურ ენას.
“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 2003 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 16 ივლისამდე.
117817564_3494647440574889_5821680035512675908_o