FLEX 25 წლის იუბილე

2018 წლის 3 მარტს, საერთაშორისო განათლების ამერიკულმა საბჭოებმა FLEX პროგრამის 25 წლის იუბილე აღნიშნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოდან, სომხეთიდან და აზებაიჯანიდან ამ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში შეიკრიბნენ პროგრამის არსებობის აღსანიშნავად.

FLEX Talks შეიქმნა TED Talks-ის ფორმატის მიხედვით, რათა ამ რეგიონის პროგრამის კურსდამთავრებულებს შესძლებოდათ თავიანთი ისტორიების დიდი აუდიტორიისთვის გაზიარება. თითოეული ქვეყნიდან წარმოდგენილმა 3-მა მომხსენებელმა გააზიარა ამ პროგრამის გავლენა სხვადასხვა ინსპირაციული მოხსენებების მეშვეობით, რომელთაც მოგვიანებით სათითაოდ წარმოგიდგენთ.

FLEX პროგრამის ფარგლებში, უკვე 25 წელია რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიემგზავრებიან ამერიკაში სასწავლებლად. ამერიკის მთავრობა კი განაგრძობს პროგრამის მხარდაჭერას, ხოლო ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, გვიხარია ამ რეგიონის კურსდამთავრებულებში ცვლილების დანახვა.

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ პროგრამის ჩვენი რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომობაში. მოხსენებები, რომელიც ამ ღონისძიებაზე იქნა გაზიარებული ინსპირაციის და პროგრამის გავლენის საუკეთესო მაგალითია.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ FLEX კურსდამთავრებულების მომხსენებლებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან იმისთვის, რომ თავიანთი ისტორიები ფართო აუდიტორიას გაუზიარეს. მადლობას ვუხდით ყველა კურსდამთავრებულს ვინც ღონისძიებას დაესწრო და განსაკუთრებული მადლობა მოხალისე კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაგვეხმარნენ პროცესის მართვაში. ასევე, მადლობას ვუხდით თითოეულ ინდივიდს ვინც ამ ღონისძიებას კულისებიდან ან პირდაპირ უწყობდა ხელს – დაწყებული ღონისძიების წამყვანებით, მომხსენებლების მენტორებით, სცენის დირექტორის და Expo Georgia-ს თანამშრომლებით დასრულებული. მადლიერებას გამოვხატავთ მედიის მიმართ (ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2), რომელმაც ჩვენი ღონისძიება გააშუქა მის ეთერში. ასევე მადლობა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ღონისძიებაზე დასწრებისათვის და ყველა იმ ადამიანს ვინც FLEX პროგრამას დაბადების დღე მიულოცა. განსაკუთრებული მადლობა კი ამერიკული საბჭოების კურსდამთავრებულთა ოფისის გუნდს, რომელთა წყალობითაც ეს ღონისძიება ჩატარდა საქართველოში.

ვულოცავთ FLEX პროგრამას იუბილეს და წარმატებულ მონაწილეთა სიმრავლეს ვუსურვებთ!