FLEX 2019-ის შესარჩევი ეტაპი იწყება!

მთავარი / წინა / FLEX 2019-ის შესარჩევი ეტაპი იწყება!

FLEX Recruitment

FLEX 2019-ის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები,

2) დაბადებული 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე

3) კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე

4) აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს

5) ფლობენ ინგლისურ ენას

6) საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთ-ერთ ცენტრში კონკურსის გავლა. მათ თან უნდა იქონიონ:

1) დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (აუცილებლად ამ დოკუმენტის დედანი).

2) ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი

3) შავი საწერი კალამი

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის- 2002 წლის 15 თებერვლიდან 2005 წლის 16 ივლისამდე.

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსის პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღება.

წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! გთხოვთ, ესტუმროთ ჩვენს ვებ-გვერდს რეგულარულად, რადგან თარიღები და ტესტირების ქალაქების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს.