კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი

მთავარი / კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი

FLEX-ის კურსდამთავრებულთა პროგრამას მსოფლიოს მასშტაბით 24000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, 1000-ზე მეტი კი-საქართველოდან. კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი მდებარეობს თბილისში. აგრეთვე, არიან ქალაქის წარმომადგენლები, რომლებიც მოღვაწეობენ თავიანთ თემებში.

კურსდამთავრებულები ესწრებიან პროფესიული განვითარების სემინარებს, მათ შორის CV-ის, სამოტივაციო წერილების, გასაუბრების უნარ-ჩვევების ვორკშოპებს.

კურსდამთავრებულები ერთად აღნიშნავენ ამერიკულ დღესასწაულები რაც, გამოიხატება საშობაო და ჰელოუინის წვეულებებით, გოგრის გაფორმებითა და მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ზეიმით. ასევე, ფილმების საღამოები და სხვადასხვა აქტივობები.

 

მოხალისეობენ სხვადასხვა ორგანიზაციის პროგრამებში, რომლებიც ითვალისწინებდა  ინგლისური ენის შესწავლას უფასოდ ობოლთა/ბავშვთა სახლებში.

კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი არის კურსდამთავრებულთა მეორე სახლი, სადაც მათ ეძლევათ საშუალება, ერთად გაატარონ დრო და გაიხსენონ ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებული მომენტები.