FLEX პროგრამის შესახებ

მთავარი / პროგრამები / FLEX / FLEX პროგრამის შესახებ

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც  საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლების მეცნიერებისა და სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.

 ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შექმნას მრავალმხრივი შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისთვის. შესაძლებლობები, რომელიც განავითარებს მათ გლობალურ პერსპექტივებს სახლში, სამსახურსა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ნათელი მომავლის იმედის გასაძლიერებლად.

რადგან მსოფლიო უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ორივე ამერიკელმა და ევრაზიელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთზე, სხვა ხალხსა და ერებზე.  ამ შესაძლებლობას  საუკეთესოდ   მასპინძელი ოჯახური სიტუაცია იძლევა. FLEX-ის მოსწავლეები ახალგაზრდა ელჩები არიან, რომლებიც ამერიკელებს ასწავლიან ევრაზიული ქვეყნების ხალხისა და კულტურის შესახებ. მოსწავლეები აფასებენ,  უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან სხვა კულტურების მიმართ და უკეთ ემზადებიან მზარდი, დამოუკიდებელი სამყაროსთვის. ეს სარგებელი ვრცელდება მათ ამერიკელ თანატოლებზე და მათი მასპინძელი საზოგადოების სხვა ადმიანებზეც. სტუდენტები ამყარებენ მჭიდრო კავშირებს თავიანთ მასპინძელ ამერიკელ ოჯახებთან და ამერიკულ საზოგადოებასთან, ეს ურთიერთობა კი ხშირად ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.

ბევრმა კურსდამთავრებულმა სახლში დანრუნების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მოგვიანებით იპოვა საინტერესო სამსახური, იმ უნარის გამოყენებით, რომელიც ამერიკაში ყოფნისას შეიძინა. კვლევები, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების შესახებ, ცხადყოფს, რომ მონაწილეების (მოსწავლეების, ოჯახების და საზოგადოების) სარგებელი სხვა კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და თვალსაზრისების შესახებ მეტად მნიშვნელოვანია.