გამოცხადდა საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამის (LFP) შერჩევის ახალი სეზონი

 

საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა (LFP) ახალგაზრდა ქართველ პროფესიონალებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ან მისწრაფება კარიერისკენ საჯარო სფეროში, სთავაზობს 4-კვირიან სტაჟირებას ამერიკის შეეთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოებში და მუნიციპალიტეტებში.

 

პროგრამის კონკურსის ინგლისურენოვანი აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ აქ. იგივე ინფორმაცია ქართულ ენაზე მოცემულია აქ: LFP Announcement 2011-2012 GEO.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი (FLEX) პროგრამა 2012-2013

 

უკვე მეოცე წელია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა FLEX შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკელი ხალხის ოჯახებში. პროგრამას აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები.

 

2012-2013 აკადემიური წლისათვის FLEX პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50 ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობა, თავიანთი სოფელსა თუ ქალაქიდან მასპინძელ ქალაქამდე ამერიკაში და უკან, დაფარული იქნება. ისინი ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

 

FLEX პროგრამის ფინალისტები შეირჩევიან ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც შედგება ამერიკელი სპეციალისტებისაგან განათლების დარგში. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის (1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის, (2) 1995 წლის 1 იანვრიდან 1997 წლის 15 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც (3) ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, (4) არიან საქართველოს მოქალაქეები და (5) ფლობენ ინგლისურ ენას. FLEX პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი მოსწავლეებისთვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 1994 წლის 15 მარტიდან 1997 წლის 15 ივლისამდედაბადებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში.

 

2010 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში:

 

  • გორი: 21 სექტემბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #3, დიმიტრი ამილახვრის #26;
  • თელავი: 27 სექტემბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #3, ნადიკვრის ქუჩა #23;
  • ბათუმი: 2 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #8, გრიბოედოვის #35;
  • ბორჯომი: 4 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, წმინდა ნინოს #2;
  • ახალციხე: 6 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, მიქუტიშვილის #2;
  • ზუგდიდი: 6 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #1, აღმაშენებლის #1;
  • ქუთაისი: 9 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #3, წმინდა ნინოს #2;
  • მარნეული: 13 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #5, რუსთაველის #52;
  • თბილისი: 22 ოქტომბერი, 2011წ. 10:00სთ, საჯარო სკოლა #55, ჭავჭავაძის #38.

 

მონაწილეებმა ტესტირების ცენტრში გამოცხადებისას თან უნდა იქონიონ დაბადების მოწმობის დედანი, ერთი ახლადგადაღებული 3×4სმ ფოტოსურათი და კალამი. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ ტესტირება გაიარონ ზემოთ ჩამოთვლილი ცენტრებიდან მხოლოდ ერთ-ერთში. მონაწილე, რომელიც ტესტირებას გაივლის ორ სხვადასხვა ცენტრში, იქნება დისკვალიფიცირებული.

 

ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს სამ ეტაპად. მონაწილეები პირველ ტურში გაივლიან ინგლისური ენის 15-წუთიან ტესტს. მეორე ტურში გადასული კონკურსანტებს დაევალებათ ინგლისური ენის კომპლექსური ტესტისა და რამდენიმე თემის დაწერა. ამ ტურში გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას დასკვნით, მესამე ტურში. ნახევარფინალისტი მოსწავლეები შეავსებენ ანკეტას და გაივლიან გასაუბრებას. ფინალისტები გამოვლინდებიან 2012 წლის მაისის დასაწყისში. ისინი იმავე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და დაბრუნდებიან საქართველოში 2013 წლის ივნისის თვეში.